I did it iuhu

•September 19, 2009 • 3 Comments

IG1944

I did it პირველ რიგში იმიტომ, რომ თავი მოვაბი ახალ პოსტს ამდენი ხნის შემდეგ და რაც მთავარია, I did it  და ჩემს თავს დავუმტკიცე რომ მაგარი როჟა ვარ : ))) მოკლედ რა ხდება, ყოველთვის ვთვლიდი, რომ სისუსტეა ნებისყოფის არქონა, მაგრამ ყოველთვის მეგონა, რომ არ გამოვირჩეოდი მაინცდამაინც მტკიცე ნებისყოფით.  ხშირ-ხშირად მეცვლებოდა obsession-ები, თუმცაღა იმ მოკლე პერიოდში საკმაოდ ძლიერი იყო, დრო გავიდოდა და უცებ ერთ დღესაც აღმოვაჩენდი, რომ ეს გატაცება, მსუბუქად რომ ვთქვათ, გამქრალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღითაც კი შეიძლება ოდნავადაც არ შესუსტებულიყო. Recently ეს დამემართა Twilight-ის წიგნებზე – ერთ დღესაც აღმოვაჩინე რომ აღარ მინდა (თუმცა ფილმის გამოსვლას მაინც ველოდები : ) ) ასევე მემართებოდა მსახიობებზე – რომელიმე მსახიობი მომეწონებოდა, გადმოვწერდი ყველა მაგის ფილმს და … სანამ ბოლოში ჩავიდოდი, მალევე უკვე მბეზრდებოდა და ახალ მსახიობზე გადავდიოდი. ასევე იმაზე, რასაც ვსწავლობდი – მყარად ვიყავი დარწმუნებული, რომ მარკეტინგი მიყვარდა, მალევე მივხვდი რომ არა, – ფინანსები მინდა! =) ასევე მემართებოდა ადამიანებზე – პერიოდის მიხედვით ურთიერთობა – ერთი პერიოდი ხშირი ურთიერთობა მინდებოდა, მერე უცებ, საერთოდ აღარა, მერე ისევ და ასე გრძელდება ხოლმე. Continue reading ‘I did it iuhu’

I need my glasses back :(((

•July 30, 2009 • 8 Comments

რამ შთამაგონა ამ პოსტის წერა : ) ე.ი. საქმე იმაშია, რომ სადღაც 2 წელია რაც სათვალეს ვატარებ, სულ თან მქონდა, შესაბამისად ის ფაქტი, რომ მასზე გავხდი მიბმული, ვერც შევამჩნიე – ვკითხულობდი, კომპიუტერს ვეჯექი, საჭმელს ვჭამდი, მესიჯს ვწერდი, სულ თან მქონდა… სიონში წასვლამდე სათვალე გამიტყდა : ( ვერაფერს ვკითხულობდი, არადა ზაფხული ის სეზონია, როცა იესემის წიგნებისგან დასვენებული “მთელი წლის სამყოფ” წიგნებს ვკითხულობ. 3 გვერდის მერე უკვე კაი მტირალა ბავშვივით ცრემლები მადგება და ყველაფერი ბუნდოვანი ხდება. უკვე 2 თუ 3 დღეა რონიკოშია დატოვებული, მარა დღეს გამოგვიცხადეს, გავაკეთეთ,  მაგრამ ისევე გატყდა, კიდევ ვცდით, ხვალ მოდითო. I need my glasses back :(

To the real Jonathan Seagull, who lives within us all (c) Richard Bach

•July 24, 2009 • Leave a Comment

სიონი

•July 24, 2009 • Leave a Comment

დღეს დილით ამოვედი სიონში. კარგი ამინდია – ანუ გრილა : )) კვირის ბოლომდე ასე იქნებაო. დავჯდები ჩემთვის და წავიკითხავ უოლტერ სკოტს. ამ ხეპპი : )

კემპინგი ყაზბეგში – შთაბეჭდილებები

•July 23, 2009 • 6 Comments

DSC07650გუშინ საღამოს ჩამოვედი ყაზბეგიდან – როგორც წინა პოსტში დავწერე, ორი დღით მივდიოდით იესემლები. ეს პოსტი არის დაწვრილებითი აღწერა ჩვენი პახოდის. ვისაც აინტერესებს გააგრძელოს კითხვა, ვისაც უბრალოდ ჩემი საბოლოო შთაბეჭდილება აინტერესებდა, ვეტყვი რომ საბოლოოდ კარგი იყო. ახლა კი ჩვენი კემპინგის სრული მიმოხილვა სურათებითურთ : )))

Continue reading ‘კემპინგი ყაზბეგში – შთაბეჭდილებები’

ყაზბეგი

•July 20, 2009 • 2 Comments

უკვე რამდენიმე წელია წასვლა მინდა ყაზბეგში. ხოდა წელს საშუალება მომეცა წავიდე. იესემის სტუდკავშირელები მივდივართ 2 დღიან პახოდში ყაზბეგში.

ესეც ჩვენი რუქა. წითლით პირველი დღის სასიარულო, ყვითლით – მეორე დღე.

რუკა

Continue reading ‘ყაზბეგი’

ახალი პოსტი aka. უძღები ფუტკრის დაბრუნება

•July 17, 2009 • 1 Comment

უნამუსოდ ვექცევი ჩემს ბლოგს, 3 თვეა არაფერი დამიპოსტავს. ამის უამრავი მიზეზი მქონდა (ან მიზეზებს რა გამოულევს საწყალ იესემელს =)) ) ხან ჩათვლები, ხან გამოცდები, ხან სიცხე, ხან სხვა მიზეზები. მაგრამ რეალურად საქმე იმაშია, რომ მუზა დამეღუპა როგორც ადრე უკვე აღვნიშნე. ახლა ახალი დავიქირავე და მზად ვართ ბლოგის აღსადგენად :)

მთავარი პრობლემა: რაზე დავწერო?

მოდი დავწერ იმაზე, რაც ამჟამად მომივიდა თავში (იმიტომ რომ ტელევიზორის ხმა მესმის) – ქართული საინფორმაციო საშუალებები – Pros & Cons.

ვუყუროთ თუ არა კურიერს:

არა!!!

  • უარყოფითი ენერგიით გავსებს
  • ნერვებს გიშლის დღევანდელი ვითარება საქართველოში
  • შიშით გავსებს ეკონომიკურ კრიზისზე ფიქრიც კი (ეს შემდეგ უარესად ამძიმებს სიტუაციას, მაგრამ მოდით, ეკონომიკაზე სხვა დროს ვისაუბროთ)
  • ყოველდღე მკვლელობა, აფეთქება, ავარია… გინერგავს შინაგან შიშს, შენც არ აღმოჩნდე ერთ-ერთი მათგანი

კი!

  • ინფორმაცია, რა ხდება საქართველოში და მსოფლიოში
  • სალაპარაკო თემა უცხო და არა მარტო უცხო ხალხთან (რას გვიშვება სააკაშვილი, ოხ ეს ოპოზიცია, ამან პარტია შექმნა, ის დაიჭირეს ბლაბლაბლა)
  • ბოლოსკენ შემონახული სახალისო ინფორმაცია (იშვიათად მაგრამ მაინც)
  • ამინდი (რომელიც არ არის სწორი, მაგრამ როცა გცხელა და წვიმას აცხადებენ, გიხარია, არადა გულის სიღრმეში იცი, რომ არ იწვიმებს)

მე პირადად არ ვუყურებ კურიერს, ინფორმირების წყაროა Facebook-ში მეგობრების სტატუსები :) :) :)

და ბოლოს, საერთოდ, რისთვის არსებობს ტელევიზორი? – შუა ქალაქს რომ ვუყურო ხოლმე (რომელზეც ამ ბოლო დროს აღარ მეცინება ისე ძალიან, მაგრამ მტკიცედ მწამს, რომ საქართველოში საუკეთესო იუმორისტული გადაცემაა ).

For Girls Only

•May 2, 2009 • Leave a Comment

მაგარი საიტია. შედიხარ, რეგისტრაციას გაივლი და იწყებ გენიალურ რაღაცას: მოკლედ, საყმე იმაშია, რომ შეგიძლია შექმნა ე.წ. “ნარიადი” (ქართულად როგორაა ჰმ) როგორიც მოგწონს. არის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები რეალური კოლექციებიდან. ზოგი ცნობილი დიზაინერებისაა, ზოგიც უცნობების. მოკლედ, აი ლინკი და have fun!!! :)

http://www.polyvore.com  

My recent one :)

tak1

•April 27, 2009 • Leave a Comment

mokled ra meposteba magram miuxedavad yvelafrisa mainc vpostav :) )) am yvelaferSi Cemi xvalindeli menejmentis CaTvla igulisxmeba. axla ra xdeba mogiyveT. hmm. ideaSi aris martivi. ux, eg xom isedac naTelia, au ra martivia, amis damaxsovrebas ra unda, eg xom ukve naswavli maqvs… bla bla da mere uceb aRmoaCen rom arc iseTi martivia. imdeni raRacaa CamoTvlili erTmaneTSi gereva. “moica es romelze iyo? strategiaze? ara strategiaze ra unda aahmmm aba sad? auu kide damaviwyda” – da viwyeb wignSi nervulad qeqvas da saWiro abzacis Zebnas. ratom ar daviwye swavla 2 TviT adre? imitom, rom marketingis ar iyos, martivi meCveneba sul :) anu mgonia rom erT dReSi viswavli, ra problemaa hm. :) ise, saintereso rom yofiliyo marketingiviT raRa miWirda. aq sufTa Teoriaa(ver vitan), nu Siga da Sig magaliTsac gamoureven. marketingic ki Teoriaa, magram mere ganxilva magaliTebze xdeba, dabeWdilia saintereso statiebi da qeisebi sxvadasxva kompaniebze. mere raRac damainterebs da an egreve moviZieb informacias, an Tu-du lisTSi Semyavs :) ai es sagani kide Zalian magari sagania magram wigni raRacnairia… mmm arada Zaan lamazi wignia ro uyureb gixaria. ra sisuleleebs vwer vaime. TiTqmis Cavedi boloSi mara ra xeiri, naxevarze meti arc maxsovs. erTi mintcbergi davimaxsovre da magisi menejeruli rolebi. saintereso araa namdvilad, jasT Semomeswavla :P :P :P xo bolos kide strategiebi wavikiTxe da egec maxsovs… mgoni … tvini dameRala da varestarteb faqtiurad.

WTF is going on in Georgia x( ანუ “ფარჩაკი ხაააარ” (c) xaindrava

•April 26, 2009 • 3 Comments

(love intelligent people and hate ppl like her :D )

იგივე ხდება როგორც ზურაბიშვილი არ იყო არაფრის აზრზე და მაინც გაყვიროდა, ისეა ჩვენი საქმე ახლა

რა ჯანდაბა ხდება დღეს საქართველოში???? ამოვიდა ყელში ამდენი უსაქმური !!!! საქმე იპოვეთ თქვენ-თქვენი რა.პოლიტიკა არც შენი უკანალის საქმეა, არც ჩემი, არც შენი მეზობელი თალიკოსი. რა ჯანდაბისთვის არიან ის პოლიტიკოსები მაშინ ამიხსენით! დადექით და თქვენ გადაწყვიტეთ საქართველოს ბედი. რაც არ იცი არ იცი და დაეტიე შენს სახლში, შენი საქმე აკეთე. სტუდენტი ხარ? ისწავლე. მუშაობ? რა გინდა მეტი? კრიზისია გაქანებული, შენ სამსახური გაქვს, მიდი და იმუშავე. მოეშვით ამ პოლიტიკას. ადამიანურად მაცხოვრეთ, მოაცილეთ ეგ სუნიანი “საკნები” ჩემი ქუჩიდან. არც მიშა მინდა და მითუმეტეს ეგ იდიოტები. რეები ხდება საქართველოში შეხედეთ, 30 ლარის გამო ცვლი ადამიანობას? ცხოველი ხდები იმის გამო ვისაც კიდიხარ და ეგოისტური მიზნებისთვის გიყენებს? ზიალოგიოო დასაცინები ხართ ყველანი. შეურაცხყოფად მიიღეთ? ვაიმე მეწყინა. ლოლ. არაკორექტული ვარ? იმათი ნებაა და რასაც უნდა იმას იზამენ? კისერიც უტეხიატ, პროტესტში ამოხდენია ყველას სული, მარა ისე აპროტესტე რო მე და ჩემნაირებს, ვისაც ფეხებზე კიდია ეს პოლიტიკა, ხელი არ შეეშალოს ჩვეულებრივად ცხოვრებაში. გუშინ საღამოს გამოვიარე ტელევიზიასთან. იმდენი ხალხი იყო, ვერ გავიარე.. .ლოოოოლ დაგცინეთ მაგრა.Actually,  კაცი-შვილი არ იდგა გარეთ.ცარიელი იყო ქუჩა მარტო ის “საკნები” იყო შუა ქუჩაში გახერგილი საკანში კიდე წყვილი ზასაობდა. კაი საზასაო ადგილია ხო? :D ალექსანდროვს კონკურენტი გამოუჩნდა =)))))

ახლა რომ გამოვიდე და ღია ცის ქვეშ ვიყო ღამ-ღამობით მოთხოვნით: გახსენით გადაკეტილი ქუჩები რამეს მივაღწევ?

თუ დამერევა ოპოზიციონერი მუტრუკების ხროვა, მცემენ და ფულს წამართმევენ? :D  ან სპეცრაზმი დამარბევს? =)) ფუი მართლა რა.

 

ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ (c) აკაკი

პოლიტიკური პოსტის მაგვარი

•April 16, 2009 • 1 Comment

ახლა რა ხდება. ეს ის არ არის რაც თქვენ იფიქრეთ, არაფერი აზრების ფრქვევას და ოპოზიციის ან ხელისუფლების გინებას არ დავიწყებ :D

 მე, როგორც ფრიად არაკომპეტენტური ადამიანი ექსპერტივით არ დავჯდები და შთაგონებული სახით არ დაგიწყებთ მტყუან-მართლის გარჩევას და ფაქტებით ჩემი მოსაზრების სისწორეში დარწმუნებას.  მე საკუთარი მოსაზრებები გამაჩნია, რომელსაც კარგად ვინახავ, უცხოებთან პოლემიკაში არ ვერთვები და ახლობლებმა კი იციან რასაც ვფიქრობ დღევანდელ მოვლენებზე. ამ პოსტით კი მიხვდებით ჩემს დამოკიდებულებას პრინციპში :D

იმან, რაც დღეს მინდა გაჩვენოთ , ჩემში აღფრთოვანება გამოიწვია. სიმართლე გითხრათ, მეც მიჩნდებოდა ხოლმე შიგა და შიგ ასეთი იდეა, მაგრამ ბრბოს ფსიქოლოგია მოგეხსენებათ და თავი ვერ გავწირე :D ტიპმა, ერთმა ჩვეულებრივმა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა ჩემი ფარული ოცნება რეალში აიხდინა :D ჩემს თვალში ტიპი არის kind of გმირი ასე ვთქვათ :D

“განათლების მნიშვნელობაზე გელაპარაკებით. ადამიანი იზრდება მიტინგებით კი არა განათლებით და წიგნით. მაისაშვილი რომ გამოდის და იგინება, მიშა, შენი გამზრდელის… და ხალხი რომ აბოლოვებს, ეს დღეს დავინახე ტელევიზორში და პირველად ვარ აქციაზე. ჩვენი ენა ხომ გვიყვარს? ქართული ხომ გვიყვარს? რას ვიგინებით მერე. უნდა გავიზარდოთ ცოტა”.

 

 

სუბიექტური ვარ, მაგრამ ამ ბიჭს არც კი ვიცნობ. ჯასთ აღვფრთოვანდი მაგის გამბედაობით :D ასეთივე აღფრთოვანებით შევხვდი ნოემბერში ნიაზ დიასამიძის სიტყვით გამოსვლას ოპოზიციის აქციაზე :D

 :D

აი ვიდეოც

როგორ ვიშოვოთ ჩვენი ოცნების სამსახური?

•March 28, 2009 • 3 Comments

მთავარია ჯობ ინტერვიუზე მიხვიდე, დანარჩნი კი შენი მეგობრების დამსახურებით… :)

როგორ გადმოვწეროთ სიმღერა youtube-იდან mp3 ფორმატით?

•March 16, 2009 • 3 Comments

მოკლედ, ძალიან მომწონდა ერთი სიმღერა და მინდოდა გადმომეწერა რომ mp3 პლეერში ჩამეწერა. ხომდა მივაგენი ამ საიტს, საიდანაც უპრობლემოდ იწერ შენთვის სასურველ მუსიკას ვირუსების აკიდების და ინტერნეტში უშედეგო ძებნის გარეშე :) მაშ ასე დიადი საიტი

http://catchvideo.net/

ესეც ვიდეო განწყობისთვის :)

Interesting Facts About Flowers

•March 2, 2009 • 3 Comments
  • მსოფლიოში პირველი ვარდი აყვავდა Hildeshiem Cathedral-ის გალავანზე გერმანიაში 1000 წლის წინ.
  •  ტიტები არ არის ჰოლანდიური ყვავილი. ისინი ნდერლანდებში ჩაიტანეს თურქეთიდან მე-16 საუკუნეში
  •  მე-17 საუკუნეში ტიტა ჰოლანდიაში უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე რომელიმე ძვირფასი მეტალი, ერთი ბოლქვი $2000 იყიდებოდა
  •  ჰავაური ტიტა ყველაზე ტოქსიკური ყვავილია. მისი ნებისმიერი ნაწილი მომწამვლელია 
  • ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მიხაკები ამოიზარდნენ მარიამის ცრემლებით დასველებულ მიწაზე, როდესაც იგი უყურებდა იესოს, რომელიც გოლგოთაზე ჯვარს ეზიდებოდა. 
  • 1986 წელს კონგრესმა დაამტკიცა ვარდი ამერიკის ნაციონალურ ყვავილად Continue reading ‘Interesting Facts About Flowers’

Some interesting facts about bees

•February 27, 2009 • 6 Comments
2997680218_2433e6f5ea_m
  • ფუტკარი ფრთებს წუთში 11 400-ჯერ ამოძრავებს (ეხ მე რო წუთში მაგდენ ნაბიჯს ვდგამდე ხო აღარსად დამაგვიანდებოდა :D
  • ფუტკრებს 5 თვალი აქვს. (მე რო 5 თვალი მქონდეს, აქედან 2 მაინც ხო ჯანმრთელი მექნებოდა და სათვალე აღარ დამჭირდებოდა? ) 
  • ფუტკრებს შეუძლიათ აღიქვან მოძრაობები, რომალთა შორის შუალედი 1/300 წამია. (ადამიანებს შეუძლიათ მარტო 1/50 წამით დაშორებული მოძრაობა აღიქვან, რამდენი რაღაც გვეპარება) 
  • ფუტკრები ვერ ხედავენ წითელ ფერს (ქუჩაში რო შემხვდეს, ვერ მიცნობს :D
  • ყოველი კბენის შემდეგ ფუტკარი კვდება იმიტომ რომ თავის ნესტარს (თუ რაც ქვია იმ კუდს) ტოვებს სხეულში და ეს სასიკვდილოა. (ბზიკები არ იხოცებიან :|
  • ფუტკრების აბშენიე: ფრენით ხატავენ ყვავილის ფორმას (ვარდს თუ დახატავს ნიშნავს, ჰა, სადმე არ გავისეირნოთ, ძეტკა? ჰერბერს თუ დახატავენ, ვახ, ძმაკაცის ბიცოლას ბაბუის ნათლია გარდაეცვალა, ორქიდეას თუ დახატავს, ესე იგი ის ფუტკარი მე ვარ =)) ) 
  • ერთ სკაში დაახლოებით 40-45 000 ფუტკარი ცხოვრობს 
  • არის 3 სახის ფუტკარი: დედა ფუტკარი, Drones (ქართულად არ ვიცი როგორაა) და მუშა ფუტკრები
  •  დედოფალი ფუტკარი (Queen bee) არის ერთადერთი სექსუალურად განვითარებული ფუტკარი მთელს სკაში
  •  დედა ფუტკარი დღეში 3000 ჯვერცხს დებს (ა, ქალი ვარო მაგან უნდა თქვას) 
  • იგი ცოცხლობს 2 წელიწადს 
  • და პრიკოლი, განაყოფიერებული კვერცხისგან მდედრი ფუტკარი იბადება, გაუნაყოფიერებლისაგან კი მამრი :D
  •  Drones-ის ერთადერთი ფუნქცია დედა ფუტკრის განაყოფიერებაა (=)))))) ) 
  • მუშა ფუტკარი არის სექსუალურად განუვითარებელი მდედრი ფუტკარი და დაახლოებით 1 თვე ცოცხლობს (მთელი ცხოვრება შრომობს, შრომობს და 1/12 ჩაის კოვზ თაფლზე მეტს ვერ ქმნის ეხ საწყალი ბიი :(
  • ფუტკრები თაფლს აწარმოებენ უკვე 150 მლნ წელია (აი, პირველი მეწარმე ვინაა ) 
  • თაფლი არის ფუტკრის განავალი  (fuf,მერე მკითხავენ რატო არ გიყვარსო :P
  • თეორიულად, ენერგია, რომელსაც გვაძლევს ერთი უნცია თაფლი, საკმარისია ფუტკრისთვის, რომ მსოფლიოს შემოუფრინოს შეუსვენებლად (ზოგს რა ბედი აქვს ა? :D
  • ფუტკარი რომ იბადება, არ იცის თაფლის კეთება, შემდგომ სწავლობს უკვე გამოცდილი ფუტკრებისგან (თაფლის აკადემია :D  

პოსტი ESM შესახებ უჰუმ

•February 12, 2009 • Leave a Comment

ოხ ოღონდ science არ ვიმეცადინო და რას არ გავაკეთებ :პ გუშინ წინ, სამართლის მეცადინეობას ჩაის 18 ჭიქის დალევას და ჭამას ვამჯობინებდი (აბა სადმე ხომ არ წავიდოდი? არც ფილმის ყურება შეიძლება, ჩათვლის წინ მაცდენს, ნამუსი შემაწუხებდა. ჭამა-სმა კიდე სულაც არაა დროის გაცდენა =)) მესაჭიროება). კიდევ ძალიან საინტერესო იყო ჩემი საკუთარი თავისადმი ზრუნვა: 5 წუთი კითხვა, 30 წუთი შესვენება (თავს ხომ არ გადავიღლიდი, რამე რომ დამემართოს, რა პასუხი გავცე საკუთარ თავს? :? ? მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო და არც განერვიულოთ, სამართალი კარგად დავწერე და დარჩა ერთი გამოცდა – ნებაყოფლობითი სუიციდი, ანუ მენეჯმენტი. სუიციდი იმიტო, რო მოვიხსენი ამგამოცდიდან, მაგრამ ჩემი ნებით გავდივარ. აიტ, 4 ხომ არ მეყოლებათქო ვიძახდი, მაგრამ… მოკლედ ჩემი ყოყმანი “გავიდე-არ გავიდე-რომ გავიდე” სხვა ამბავია, კი არადა გადაწყვეტილია რომ გავდივარ, ჯასთ მაღალი ქულა რომ ვერ მივიღო, საკუთარ თავთან კვლავაც კონფლიქტში მოვალ, მერე დამიწყებს, გეუბნებოდი, არ ღირდა, აჰა, რატო არ მიჯერებდიო :|

მოკლედ, მივუბრუნდეთ საქმეს. მინდა დავწერო ახალ იესემზე. ახალი იესემი რა, ფუტ იესემი :) )) ახალ შენობაში გადავდივართ 2 მარტიდან. შენობა ვნახეთ, დიდია, მაგრამ ძალიან შორი :| ნუცუბიძის პლატოზე. მარშრუტკები არ დადის, ერთი ნომერია მარტო, 66, და ისიც ბოლომდე არ მიდის, მერე ფეხითაა სასიარულო. ძაან ზემოთაა, ირგვლივ არაფერი არაა, მაღაზია, აფთიაქი. ნუ ცოტა ქვემოთ ალბათ იქნება რამე (იმედია) =)) ქარი იცის ძალიან (ნუცუბიძეზე ხომ ქარია ხოლმე, აქ უარესად, როგორც უკვე ვთქვი, ირგვლივ არაფერი არაა) ნუ კარგი მხარეც აქვს, დიდი ბუFეტი და სატრენაჟორო დარბაზი გექნებათო… იქნება ვიდეო კამერები, არავითარი ზარი და უნდათ, თავისუფალი დასწრება იყოს (დილით გამოვიძინებ ხოლმე =)) ) სწავლის მხრივ არაფერი შეიცვლება, პირიქით, იმედია გაუმჯობესდება, ნუ ბენდუქიძემ თქვა, მე მივხედავო, რაც კარგია, სიმკაცრე (რაც არც გვაკლდა) კიდევ უფრო მოიმატებს, არაუშავს, წელიწად ნახევარსაც გავუძლებ :) შენობა კარგია, კი. ჯერ არ ვიცი, კარგი იქნება თუ არა ახალ იესემში ყოფნა :) ერთი ის მაწუხებს, რომ არანაირი პრეზენტაცია არ გაკეთებულა ჩვენი Fრი უნისგან =)) ალბათ იქვე გვეტყვიან ახალი წესების შესახებ (ხმაურზე ჯარიმა და მოწევის აკრძალვა (ძალიანაც კარგი აუდიტორიაში ვეღარ მოწევენ ხოლმე, ბოლზე რო რეაგირებს ეგეთი რაღაცეები იქნება). ხო, კიდევ ახალი წესია ყოველდღე ლეპტოპით სიარული. ჯანდაბას ჩემი თავი და ჩემი მხრები, მაგრამ ჩემმა ტოშიკამ რა ქნას, მიჩვეულია სახლიდან იშვიათად გამოსვლას :( არ იქნება წიგნები, ელექტრონული ვერსიები იქნება (ასე თქვეს, ამდენი წიგნის თრევას, ერთი ლეპტოპი ათრიეთ თქვენთვისვეა უკეტესიო ) ჩათვლებს ჩვენსავე ლეპტოპებში დავწერთ :) )) (შპარგალკების ახალი ტექნოლოგიების გამოგონება უკვე დაწყებულია) ხო კიდე რა? არ მახსენდება :P მოკლედ, გადავალთ იმ შენობაში და მერე დავწერ, კარგი იქნება თუ არა. :) )) პატივისცემით იესემის პატრიოტი :D არადა მართლა ძალიან მიყვარს იესემი :)

ex :(((

•February 9, 2009 • Leave a Comment

fontebi airia raRac ar sheimxhniot ise davwer :D xomda imi tqma mindoda ro mova droo da me davweer axal posts. ai ai pirobas vdeb! samartals chavamtavreb da erti kai saintereso posti chemzea! mere menejmentsac davwer da ,ere kide meore posti… 

xo, ar damaviwydes, celtic musicze maqvs dasaweri da kide esm is axal shenobaze da saertod, axal futESM ze =)) 

soon be back

 

2427542996_5210f4c22c

უთემო თემა

•January 18, 2009 • 5 Comments

კარგა ხანია არაფერი დამიწერია. მომენატრა. ცოტათი უთემო თემა რომ იყოს ხომ არ ეწყინება ვინმეს? არა? ოკ მაშინ ვაგრძელებ. ხო, სამწუხაროდ, გუშინ მოფიქრებული მქონდა  თემა და ვიძახდი, ხვალ ამაზე დავწერთქო, მაგრამ სადაა კარგი მეხსიერება და კარგი ცხოვრება, კრიზისია ქვეყანაში. ოდესმე გამახსენდება და დავწერ. აუ სკაიპის სტატუსადაც კი მქონდა და ვერ ვიხსენებ :(

ძალიან უინტერესოც რომ არ იყოს, მოდით, რამეს მოგიყვებით.

აბა დაფიქრდით, რა იქნებოდა, დროის ათვლა რომ პირიქით იყოს. არა ცხოვრებისეული დეპრესია არ მაწუხებს, ერთ ფილმს ვუყურე და ეგ კითხვა გამიჩნდა. ამ ფილმის ფლოთ არის ასეთი, რომ ტიპი იბადება ბებერი და მერე ახალგაზრდავდება. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას. ყველაფერი ხომ შეიცვლებოდა =) ბებოები აღარ დაიწყებდნენ წუწუნს, დავბერდიო, პირიქით. ხალხს სიბერის ეშინია (მათ შორის ვარ მეც), ამ შემთხვევაში ხომ სხვანაირად იქნებოდა :) ) არა მართლა, დაფიქრდით, ყველაფერი გენიალურადაა: თავიდან გინდა რომ მალე გაიზარდო, მერე იზრდები და გინდა რო უფრო პატარა იყო. ამ შემთხვევაში, სულ სულ გაახალგაზრდავებას დაიწყებ,  ერთი სული გაქვს, როდის გავა დრო, რომ გალამაზდე და გაახალგაზრდავდე.

მაგ ფილმში ასევე არის თემა, რომელზეც ხშირად მიფიქრია: ვთქვათ რაღაც მოხდა, შენ იწყებ ფიქრს, რა მომენტში შეიძლებოდა ამის გამოსწორება. ნუ მე ხშირად მაქვს ეს მომენტი :) იქ, გოგოს დაეჯახა მანქანა და საბოლოოდ მივიდნენ იმ კითხვამდე, რა მოხდებოდა, ქალი, რომელიც იმ მანქანაში იჯდა, 5 წუთით ადრე რომ ამდგარიყო, ასეთი რამ ხო არ მოხდებოდაო. 

ჩემს მაგალითს მოგიყვებით, რომელიც დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ გულში მაინც მაქვს ჩარჩენილი. თბილისობა იყო, ღამე მოვდიოდით სახლში. ვიღაც მთვრალს საჭესთან დაეძინა და ავარია მოგვივიდა. დღემდე მახსოვს ის შეგრძნება. ისიც მახსოვს, ვიღაცამ წამიგვიყვანა და გამიტყდა უცხო კაცთან, სესაბამისად მთელი გზა ვითმენდი. სახლში რო მივედი და დედაჩემი დავინახე, მაშინ წამსკდა ტირილი, კარგა ხანს ვტიროდი =))))) ხოდა იმის მერე ხშირად ვფიქრობდი, ერთი წუთის აცდენაც კი საკმარისი იქნებოდა რომ ეს ავარია არ მომხდარყო. მაგალითად, სადაც ვიყავით, ერთი წუთის მერე წამოვსულიყავით, ან უფრო ადრე. ან საერთოდ არ წავსულიყავი იქ. და საბოლოოდ იქამდე მივედი, იმ დღეს სახლიდან რომ არ გამოვსულყავი, არაფერიც არ მოხდებოდათქო =)) არ მომბაძოთ, მასეთ წვრილმანებზე ფიქრისგან თავი არ აწვალოთ, საკუტარი გამოცდილებით გეუბნებით =))

The Illusionist

•January 7, 2009 • 8 Comments

Nothing is What It Seems!!! Continue reading ‘The Illusionist’

იცით თუ არა რომ… ნაწილი III

•January 5, 2009 • 5 Comments
72818
  1. ცაციები მარცხენა მხარეს ღეჭავენ საჭმელს, მემარჯვენეები – მარჯვნივ.
  2. კალიფორნიაში მართვის მოწმობა გაცემულია 6 კაცზე სახელად იესო ქრისტე
  3. თითქმის ყველა ალკოჰოლური სასმელი შეიცავს 13-ივე სიცოცხლისთვის აუცილებელ მინერალს
  4. თუ აღარ გწყურდება, იმ შემთხვევაში უნდა მიიღო ბევრი წყალი. რაც უფრო მეტადაა დაცლილი სითხისაგან  ორგანიზმი(დეჰიდრაცია), წყურვილის გრძნობა მით უფრო შესუსტებულია
  5. პირველი დარეგისტრირებუი დომეინია Symbolics.com
  6. ზვიგენი მსხვერპლს გულისცემით აგნებს (მას შეუძლია გაიგონოს თევზის გულის ფეთქვა)
  7. ყველაზე მეტი ავარია, რომელიც ფატალურად მთავრდება ივლისში ხდება (ალბათ ყველაზე ცხელი თვე რახანაა, ხალხი სიცხისგან გათანგული ვერ აზროვნებს ნორმალურად? :? რა ვიცი )
  8. 101 დალმატინელი და პიტერ პენი ორად ორი დისნეის მულტფილმია, სადაც ბავშვებს ორივე მშობელი ჰყავთ და ფილმში არავინ კვდება 
  9. ჟირაფი ყურებს ენით ისუფთავებს. ასევე, მას შეუძლია აქლემზე მეტხანს გაძლოს უწყლოდ
  10. ხახვის დროს საღეჭი რეზინის ღეჭვა დაგიცავთ ცრემლდენისაგან.
  11. ზღვის ნიჟარის ყურთან მიტანისას ოკეანის ხმა ისმის, სინამდვილეში ეს ჩვენს ყურში სისხლის მიმოქცევის ხმაა
  12. ქალების ტანსაცმელს ღილებ მარცხნივ აქვს, კაცებისას-მარჯვნივ.
  13. ჩიტები თვალის დახამხამებისას , ადამიანებისაგან განსხვავებით , იყენებენ ქვედა ქუთუთოს. ერთადერთი ფრინველი, რომელიც ზედას იყენებს არის ბუ.
  14. ალ კაპონეს სავიზიტო ბარათზე ეწერა, რომ ის იყო ნახმარი ავეჯის დილერი. 
  15. ყოველი დაცემინებისას ტვინის უჯრედები კვდება(აღარ გავცივდეთ)
  16. ძველი ეგვიპტელებიც ხმარობდნენ ბალიშს… ოღონდ ეს ბალიში ქვისგან იყო გაკეთებული
  17. ინდოეთში დაქორწინდე ძაღლზე ლეგალურია
  18. ბარბი რომ ნამდვილი ყოფილიყო, მისი გარშემოწერილობა იქნებოდა 39-23-33 
  19. რა საერთო აქვს კანადასა და მოსკოვს? არაფერი გარდა იმისა, რომ კანადა ინდურად დიდ სოფელს ნიშნავს. სწორედ ასე ეძახიან პეტერბურგელები მოსკოვს :) )) 
  20. ადამიანი როდესაც წითლდება სახეზე (blush) მას მუცელიც უწითლდება :?
  21. და როდესაც ჰიპოპოტამი ცუდ ხასიათზეა, წითელ ოფლს გამოყოფს
  22. დონალდ დაქის ჩვენება აკრძალულია ფინეთში მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ აცვია შარვალი :)
  23. თითო საფოსტო მარკის ალოკვა 1/10 კალორიას გმატებს. (ვინც წერილებს აგზავნის მალე გასუქდება?)
  24. მთელი სიცოცხლის მანძილზე ადამიანი დაახლოებით 6 სპილოს წონა საკვებს იღებს
  25. პირველი Harley Davidson ის მოტოციკლეტის კარბურატორი ტომატის ქილისაგან იყო გაკეთებული
  26. Google – არის რიცხვი მილიონი ნულით
  27. თითების დატკაცუნებისას (ბრრრ) ისმის ნიტროგენის ბუშტების დახეთქვის ხმა და არა ხრტილის ტკაცუნის 
  28. ადამიანის თმა და ფრჩხილები სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს ზრდას 
  29. Colgate ესპანურად ნიშნავს ”წადი,თავი ჩამოიხრჩვე” :) ))))))
  30. ენის ანაბეჭდი ისეთივე უნიკალურია, როგორც თითის
  31. გოეთე ისე ვერ წერდა ლექსებს, თუ მის უჯრაში არ ეგდო დამპალი ვაშლი
  32. საწყალი ფუტრებს თმა თვალებზე აქვთ :( (ეეე არადა არც ერთ ჩემს ბიის არ აქვს თმიანი თვალები)
  33. თუ მეომრის ძეგლზე ცხენს წინა ორი ფეხი ჰაერში აქვს, ესე იგი ეს მეომარი ომში მოკვდა, თუ მხოლოდ ერთი ფეხი აქვს ცხენს ჰაერში, ეს ადამიანი ომში მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. თუ ოთხივე ფეხი მიწაზეა, მეომარი ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარა
  34. ბანგლადეშში ბავშვს აპატიმრებენ გამოცდაზე გადაწერისას თუ შენიშნავენ =)) დავაფასოთ იესემი მარტო გაგდებით რო იფარგლებიან =)))
  35. 50% ადამიანებისა, ვინც პირველად ქორწინდება, თინეიჯერია
  36. რეკლამების უმეტესობაში საათი აჩვენებს 10:10
  37. ლოს ანჯელესის სრული სახელია El Pueblo de Nuestra Senora la Reina de los Angeles de Porciuncula 
  38. მაიკლ ჯორდანი იმაზე მეტ ანაზღაურებას იღებს ნაიკისგან, ვიდრე ნაიკის ქარხნების ყველა თანამშრომელი ერთად აღებული(ერთ ქვეყანაში)
  39. კოღოს კბილები აქვს
  40. ნებრასკაში კანონითაა აკრძალული ეკლესიაში დაცემინება (ზამთარში მღვდელი ციხეში ატარებს ხოლმე წირვებს ალბათ =))) )