დღევანდელი დღისთვის შეუფერებელი იმიტომაა ეს პოსტი, რომ 1 დღე დარჩა ახალ წლამდე და მე ვერ ვგრძნობ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება დეკებრის დასაწყისიდან უკვე წინასაახალწლო განწყობა მქონდა. 24 დეკემბრიდან მოყოლებული განსაკუთრებით და 30-31 დეკემბერს კულმინაციას აღწევდა. წელს საერთოდ ვერ ვგრძნობ. ნაძვის ხის აწყობაშიც კი არ მიმიღია მონაწილეობა.
ალბათ მზიანი ახალი წელი არ მქონია არასდროს და მაგიტომ
))
ნუ რამდენიმე დღეა ხელოვნურად ვცდილობ გამიხარდეს ახალი წელი – ვუყურებ ფილმებს ახალ წელზე (და მეძინება), ვუსმენ x-mas spirit ით გაჟღენთილ (აჰაჰ) სიმღერებს, დესკტოპზე საახალწლო wallpaper დავაყენე და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც არაფერი. ამასწინათ ერთი გაელვება მქონდა, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს, ფილმის საუნდტრეკს მოვუსმინე (სალომე კორკოტაშვილი). მაგრამ დღეს ეგეც აღარ მშველის
)))
Only a day left! I need my New Year Spirit Back!!!!


December 30, 2009 at 9:10 pm
ra gvchirs neTa? : )) dzaan bevrisgan mesmis igive… chemi meore mec magas chamdzaxis. sadaa chveni axali weli????