მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს…
ზუსტად შეესაბამება ჩემს განწყობას ყოველ ახალ წელს.
ერთი წელიც გავიდა.
ბევრი ცუდიც იყო, მაგრამ უფრო მეტი კარგი.
ბევრი იმედგაცრუება, ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი :ინლოვე:
ბევრი ახალი ადამიანი, ბევრად მეტიც ძველი.
იყო ნაცრისფერი პერიოდები, არის მორიგი ფერადი პერიოდი.
მოკლედ როგორც ყოველ წელს. . .
მომავალ წელსაც ასე იქნება. იმის შემდეგ წელსაც.
2012ში დაგცინებთ აი თქვენი აპოკალიფსითქო და გავაგრძელებთ ძველებურად.
me and u together again
ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება მაგრამ ძალიან ბევრი რამე შეიცვლება.
მოკლედ ახლა ვუყურებდი ჩემს წინა წლის wishlist -ს. უმეტესობა პატიოსნად მაქვს შესრულებული. მაგრამ ძალიან მარტივად შესასრულებელი სურვილები მქონდა. წელს გავირთულებ საქმეს
)) ეს იმისთვის, რომ 2011 წლის დასაწყისში რომ გადავხედავ კმაყოფილების გრძნობა დამეუფლოს რომ ასეთი რთული taskები შევასრულე, რასაც ჩემს თავს დავპირდები.