შენი ნამდვილი boyfriend ESM უნდა იყოს, მაგდენს არც ერთ ბიჭზე არ ლაპარაკობ, თანაც ამხელა სიყვარულით და ამდენ დროს არავის არ უთმობ.

დაახლოებით ასეთი ტექსტი ხშირად მესმოდა ჩემი მეგობრისაგან.

თუმცა ეს იყო თავიდან.

თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ძალიან მიყვარდი, მიხაროდა შენთან ყოფნა, უამრავ დროს გახარჯავდი, ძველი მეგობრებიც კი მოვიმდურე, დრო არ მრჩებოდა მაგათთან საურთიერთოდ.  მხოლოდ ჩვენს საერთო მეგობრებთან და ახლობლებთან მქონდა კავშირი.

ბევრი კარგი მახსოვს ჩვენი ერთად ყოფნისას, ბევრიც ცუდი. ბევრი სახალისო პერიოდიც იყო, ბევრი დაძაბულობა, ბევრი იმედგაცრუება, ბევრი მოულოდნელი კარგი ამბავი, როდესაც ცუდს ველოდი. ეს ყველაფერი ერთად გამოვიარეთ. ახლა აღარც მიყვარხარ და გშორდები….

აღარც შენთან ყოფნა მიხარია. ძალიან შეიცვალე, შენი ახალი აკვიატებები ნერვებს მიშლის: ”ქურთუკით ნუ ზიხარ, ჩანთან მაგიდაზე რა უნდა, ყავით ხელში ოთახებში ნუ დადიხარ…”

ასევე შენი გულგრილობა – სადაც მინდა, როდესაც მინდა მაშინ ვიყო და არც კი მომიკითხო. აღარ გაინტერესებს მოვალ, წავალ, საერთოდ დავიკარგები თუ არა…

ცოტაც და დავშორდებით – იძულებით, მაგრამ არ მწყინს, არადა მეგონა, რომ ძალიან დამწყდებოდა გული. ახლა კი ვიცი, რომ აღარც კი მომენატრები.

I’m breaking up with you!

მმმმ არა არა. ეს ის არ არის რაც თქვენ იფიქრეთ, მაგრამ მგონი მიხვდებოდით აქამდეც :) )))))))))

არც დაგრუზული ვარ და არც პოტენციურად single,

just, რამდენიმე თვეში იესემს ვამთავრებ, მაგრამ არ მომენატრება. აღარ მეხალისება ლექციებზე სიარული, ახალ შენობაში შექმნილი ცუდი აურა მოუთმენელს მხდის, დროზე დავამთავრო. იმ სიშორეზე სიარული, ამდენი დროის კარგვა, რომ ერთ ლექციას დავესწრო, და მეორე ლექციაზე ღამე, სიბნელეში ავიდე. არ მომენატრება ხილიანი-ნუცუბიძის გზა. სამაგიეროდ მენატრება ხილიანი-ვაჟა-ფშაველას 40 :) )))

yep, ESM-ს ვამთავრებ და მიხარია.

Advertisement