ყოველთვის მინდოდა ხატვა შემძლებოდა. ხატვა რა… ნუ კარგად ხატვა
მინდოდა ნახატებით გადმომეცა ყველა ემოცია რაც ჩემშია. ზოგადად ხელოვნება ზუსტად მაგ საქმეს ემსახურება. მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი, მაგალითად, მუსიკის წერა შემძლებოდა.
აი წერა რომ შემეძლოს კარგად არ მაწყენდა. ბავშბობაში თავისუფალ თემებს რომ გვაწერინებდნენ სკოლაში, მასწავლებლებს მოსწონდათ. ერთხელ კონკურსშიც კი გამიყვანეს და ჩემი თემა წამაკითხეს სკოლის სახელით (წარმოიდგინეთ, სხვები რა ცუდად წერდნენ, ჩემი რომ მაგათ ფონზე კარგი ჩანდა ))) )
ნუ წერის ნიჭი მაინცდამაინც რომ არ მაქვს ჩემი იესემში მოღვაწეობაც ადასტურებს : ))) არ მეხერხება ესეების წერა, გადავეჩვიე თუ რაცაა. amgში რეპორტი რო დავწერე და გადავხედე, გული გამისკდა – მეგობარს რო სკაიპით ამბავს მოუყვები ისე ვყვებოდი ჩემი ერთი თვის მოღვაწეობას და დაკვირვებებს.
ჰო დავუბრუნდეთ ჩემი პოსტის მთავარ თემას.
ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე მჯერა, რომ ხატვის სწავლა შეიძლება. ვან გოგი და პიკასო ვერ გამოხვალ, ვერც ახალ ჯოკონდას შექმნი, მაგრამ რაღაც ტექნიკებს შეისწავლი. მე მჯერა, ხატვის მასწავლებელთან რომ ვიარო, რამე პროგრესი მექნება
ამჟამად ჩემი ნახატები უბრალო პრიმიტიული ნაცოდვილარი უფროა ))) ნუ ადამიანებს ერთი წრეწირით და 5 ცალი ხაზით არ ვხატავ, მაგრამ არც ბევრი მიკლია : )))) გადახატვა უფრო მეხერხება და ამიტომაც ვთვლი, რომ მაინცდამაინც უნიჭო არ ვარ, უბრალოდ უნარები მაკლია
yeah, ოცნებას კაცი არ მოუკლავს
მაგრამ მინდა ხატვის სწავლა და მერე უფრო გადმოვცემ ჩემს ემოციებს, ვიდრე ბლოგზე წერით.
I just wanna try

January 10, 2010 at 9:11 pm
ეჰ თაკ, რამდენი ხანია მაგას ვამბობ : )
დაჟე გადავწყვიტე სიარული და მერე იმ მასწავლებელს მეხი დაეცა))
თან ჰო იცი რა თანმოუბმელი ვარ) მოკლედ გადაიგო ნა დობრიე ვრემენა)
January 10, 2010 at 9:48 pm
ბავშვობაში ხატვაზე ვგიჟდებოდი და სუ მინდოდა მევლო… მაგრამ ვერა და ვერ დაადგეს ჩემებმა საშველი ! ეხა უკვე გავიზარდე და როცა შემიძლია ვიარო აღარც მაქვს სურვილი:)
არადა რა კარგია ხატვა<3
წარმატებები
January 10, 2010 at 10:09 pm
მადლობა
ვერც მე დავადგი ვერაფერს საშველი
)
პიანინოზე დაკვრაც მინდოდა მესწავლა მაგალითად და სურვილი სურვილადვე რჩება