
სოციალურ ურთიერთობათა თავისებურებებს აყალიბებდა ეკონომიკური ურთიერთობები. როდესაც ადამიანმა ან რამე მისმა მსგავსმა ხორცის ჭამა დაიწყო, საჭირო გახდა ქალსა და კაცს შორის როლის განაწილება, რადგან ფიზიკურად სუსტ ქალს არ შეეძლო საკვების მოპოვება. ანუ “ესმ”-ურად რომ ვთქვათ ბაზრის გაზრდილმა მოთხოვნილებამ გამოიწვია მუშახელის გადახალისება და პროდუქციის მოპოვებაზე სქესობრივი სტანდარტების დაწესება ))
ლოგიკური უნდა იყოს, რომ როდესაც მეურნეობამ ჩაანაცვლა ნადირობა, ქალს გაუჩნდა ემანსიპაციის მოთხოვნები. თუმცა ამის ხელის შემშლელი ფაქტორები იყო: 1) კაცის აგრესიული ბუნება, რომელმაც გამოიწვია ომები და სამყაროს არათანაბარი განვითარება რომელმაც თავის მხრივ გამოიწვია კაცის წამყვანი როლი საზოგადოებაში (სამხედრო/მმართველობით საქმიანობაში) 2) სოციალური რელიგიის (იხილე დამატება n1) შექმნა და მორალური სტანდარტების (რომელიც ნორმალური მახასიათებელია ეკონომიკური ურთიერთობის და მისი განმტკიცების ერთ-ერთი გზაა) გაიდეალება, ანუ რაციონალიზმიდან, ნორმალური მიმდინაროებიდან ამოვარდნა. მაგალითად ფემინისტური რელიგიის არსებობის შემთხვევაში ნადირობას ვერ მიჰყოფდა ხელს ადამიანი რადგან მას არ ექნებოდა მოთხოვნილების დაძლევის რაციონალური უნარი. 3) ფილოსოფია, აკადემიური ცოდნა და ა.შ უფრო მეტად მამაკაცური საქმიანობა იყო რადგან ეკონომიკური ინტერკურსისგან დამოუკიდებლად ქალს ყოველთვის ქონდა home issues ვსმისლე ქაი ვერასდროს ვერ დაიკიდებდა რა მისცეს შვილს საშინაო დავალებად.
ამ სამმა და კიდევ სხვა ფაქტორებმა რომლებზე ფიქრიც ახლა მეზარება, გამოიწვია ძველი ეკონომიკური ინტერკურსის ღრმად ჩაბეჭდვა ლიბერალურ სამყაროშიც კი. მოსაზრება, რომ მომავალში ქალის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება ორ ურთიერთსაწინააღმდეგო თეზისს მოიცავს. 1) ტექნიკასთან ქალის სიახლოვე საკმაოდ საეჭვოა, ტექნიკა თავის ესსენსში კაცის აგრესიულობის პროდუქტია, რომლითაც მამაკაცებმა პატრიარქატის გარანტია შეიქმნეს. ვსმისლე, გინახავთ ხაკერი ქალი? მათი უმრავლესობა სხვა რაღაცეებითაა დაინტერესებული. ტექნოლოგიური გიკების ერაც მამაკაცებისაა. 2) მეორეს მხრივ ამ რესურსის გამოყენების უნარი მამაკაცის აგრესიულ ბუნებას არ გააჩნია. თანამედროვე/მომავალ სამყაროში მმართველები ძირითადად ქალები უნდა იყვნენ, სწორედ ქლაის რაციონალურ დამოკიდებულებაზეა აგებული მმართველობის წარმატება ისეთ გარემოში როგორიცაა თავისუფალი ბაზარი, ლიბერალიზმი და გვინდა/არ გვინდა უტილიტარიანიზმიც. გარემოს დაცვაზე იზრუნებს ქალებში ბუნებრივად ჩადებული დედობრივი ინსტინქტი. მეორეს მხრივ თვითგამორკვევა, რელიგიების ან მათი სოციალური როლის ფაქტობრივად განადგურება, იდენტობის არჩევითობა და მოკლედ რომ ვთქვათ თავისუფლება გამოიწვევს სექსიზმის, როგორც ასეთის წაშლას ადამიანის ცნობიერებიდან, ენიდან და ა.შ. გამოჩნდებიან მდედრი ხაკერები და მამრი „love” ტიპის სურათების გადამღებები (ფოტოგრაფი უკვე მოძველებული ცნებაა)
მოკლედ რომ ვთქვათ დროა ქვები შევაგროვოთ, და გადავყაროთ : )
დამატება 1: სოციალურ რელიგიაში იგულისხმება სპრიტუალიზმის ნაკლებობა, სამყაროსთან აზროვნების გარეთ არსბეული კავშირების გაწყვეტა.როდესაც რელიგია ჩადგა სამართლისა და სახელმწიფოს სამსახურში