The Phantom of The Opera ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია, ოღონდ 2004 წლის, ის ძველი რაღაც არ მიყვარს, ბევრი სისხლებია)
ჩემი საყვარელი პერსონაჟი რაღა თქმა უნდა თავად ‘მოჩვენებაა”,
კრისტინის მიმართ კი, რომელის ყველას ძალიან უყვარს და იდეაში ჩაფიქრებულია როგორც დადებითი პერსონაჟი თავის რაულთან ერთად, უარყოფითი დამოკიდებულება გამიჩნდა თავიდანვე.
ზოგადად დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები არ არიან ყოველთვის ცალსახად განსაზღვრული. მაგალითისთვის მოვიყვან მატეო ფალკონეს, უფრო სწორედ მის მამას – პირველად რომ წავიკითხე, დედობრივმა ინსტინქტებმა გაიღვიძეს ჩემში და რა თქმა უნდა განისაზღვრა საწყალი გამოუცდელი ბავშვი და ბოროტი, შვილის მკვლელი მამა (ხევისბერი გოჩასავითაა ამ ნაწარმოების არსი ვისაც წაკითხული არ გაქვთ). ეს ჩემთვისაა ტრაგედია, მაგრამ ვიღაც სხვისთვის, მამამ აღასრულა სამართალი. მისი შვილი რომ არ ყოფილიყო, სხვასაც ასე მოექცეოდა ადამიანის გაყიდვისთვის ხომ ასეა? გრძნობები შვილის მიმართ უპირისპირდება სამართლიანობას. მე ვაღიარებ, ჩემთვის შვილისადმი გრძნობა ყველა ვარიანტში გადაწონის, მაგრამ ზოგისთვის სხვა რამე უფრო მნიშვნელოვანია და თავისი თავის ღალატის ტოლფასია სამართლისთვის ბრძოლისგან თავშეკავება.
რატომ უნდა იყოს ფანტომი უარყოფითი გმირი მარტო ფიზიკური ნაკლის გამო? ის რომ არა კრისტინი მოკვდებოდა მეორეხარისხოვანი პარტიის ცეკვით ოპერაში)))) ამ ოპერას არ ექნებოდა გენიალური ნაწარმოებები, რითიც ხალხს იზიდავდა.
ის ფაქტი რომ ამ ფილმში ფანტომი ორჯერ ხდება საყვარელი ქალის ღალატის (betrayal) მსხვერპლი ჩემს თვალში კრისტინს ქმნის გამყიდველ ბოზად))
ამ შემთხვევაში სიმპატიას ‘მოჩვენების’ მიმართ არ განაპირობებს ემპათია ))
ფანტომი რო რაღაც საყვარლად ლუზერი პერსონაჟი ყოფილიყო, შეიძლება შეგცოდებოდა როგორც კვაზიმოდო, დადებითად განეწყობოდი მის მიმართ, მაგრამ ესმერალდასთვის მაინც ის კუნთებიანი ამერიკელი კაპიტანი Phoebus გენდომებოდა (რომელიც მე არასდროს მომწონდა. მგონი მე და თქვენ პერსონაჟების განსხვავებული აღქმა გვაქვს)) ). მაგრამ ფანტომი ამ ფილმში ძაან მამაკაცური და რომანტიული და მოდი ვაღიაროთ, რომ არა ნაიარევი, ბევრი ქალისთვის იდეალური მამაკაცის სახე იქნებოდა)) (აღარაფერს ვამბობ რო გენიოსი იყო)
ანუ ის ნაიარევი იმხელა ზემოქმედებას ახდენს ქალებზე, რომ ყველას რაული უყვარდება ( რომელსაც რეალურად ბევრი არაფერი გაუკეთებია კრისტინისთვის თუ მაინცდამაინც რაინდობა ხიბლავთ კაცში) ფანტომი კი ზიზღდება.
ფიზიკურმა ნაკლმა იდეალური მამაკაცი სრულიად საპირისპირო ტიპის კაცებში გადაუშვა.
.იდიოტიზმია.
