მენეჯმენტში არსებობს ანალიზის ერთ-ერთი მეთოდი – 5 რატომ? (5-Why Analysis), რაც მდგომარეობს იმაში, რომ 5 რატომ კითხვის დასმით უნდა შეძლო პრობლემის გამომწვევი სიღრმისეული ფაქტორის პოვნა. ეს 5 რატომ კითხვა შეიძლება ნებისმიერი იყოს, ანუ რამე შაბლონები არ არსებობს. მთელი სიძნელე ამ ანალიზის არის რატომ?-კითხვების ზუსტად შერჩევა.
წუხელ ვფიქრობდი, ხომ შესაძლებელია ეს მეთოდი რეალურ ცხოვრებაში გამოვიყენო და ისე გავიგო, რაში მდგომარეობს ჩემი სულიერი დისბალანსი. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს სერიოზულად დავიწყე ამაზე ფიქრი და გამოსავალის პოვნა, როგორ შევინარჩუნო სიმშვიდე, როცა ყველაფერი არ არის ისე ცხოვრებაში როგორც მე მინდა რომ იყოს.  ბოლო პერიოდში ვგრძნობ, რომ მაღიზიანებს ისეთი რაღაცეები, რასაც აქამდე არასდროს ვაქცევდი ყურადღებას. ვგრძნობ ცვლილებებს ჩემს თავში და ვიწყებ ამის გამოსწორებას.
პირველი ნაბიჯი იყო კლასიკური მუსიკის playlist-ის დამატება ჩემს foobar-ში- კითხვის დროსაც და ფიქრშიც ძალიან მეხმარება.შემდეგ დავიწყე ამ მდგომარეობაში საყურებელი იდეალური ფილმების ძებნა. და ვიპოვე კიდეც: Eat Pray Love. და ფილმის ყურების შემდეგ დავიწყე მისი წიგნის კითხვაც.
გადმოვწერე ჩემი ბავშვობის დროინდელი უსაყვარლესი წიგნი Catcher in the Rye , თამაში ჭვავის ყანაში, და დავიწყე ჩემი საყვარელი მომენტების აღნიშვნა (წიგნს ვერასდროს ვაკადრებდი ამას, კომპიუტერში შეიძლება)) ). დროდადრო თვალს გადავავლებ და ხასიათზე მოვდივარ.
დავიწყე სამომავლო გეგმების დაწყობა და ჩემს თავს დავუწესე დედლაინები (ყოველთვის მოქმედებდა დადებითად ჩემზე)) )
P.S. წუხელ ჩავიტარე 5 რატომ მეთოდი და პარადოქსულ დასკვნამდე მივედი, კიდევ უნდა ვიფიქრო.)))
დღეს ბარბიმ დაწერა პოსტი სულიერ ბალანზე, ვციტირებ:

მაგრამ არასდროს შემიხედავს ბალანსისთვის სხვა მხრიდან. ბალანსი ხომ უარყოფითი და დადებითი ფაქტორების ტოლობაა?  ანუ როდესაც გუშინ მთელი დღე ძალიან კარგი მქონდა და მთელი საღამო ძალიან ცუდი, დღის ბოლოს დაბალანსებული ვიყავი?  თუ ბევრი კარგი ხდება, ცუდით უნდა დავაბალასოთ და ცუდი – კარგით.  მგონი ბალანსი ასე არავის წარმოუდგენია. არადა უფრო ლოგიკურია, არა?

რამდენის დათმობაა მიზანშეწონილი, რომ სულიერი ბალანსი (მაგრამ ბალანსს არ დავარქმევ, აუცილებელია, რომ დადებითმა გადაწონოს უარყოფითს, რომ კარგად იგრძნო თავი) აღიდგინო? თუ უნდა დათრგუნო შენს თავში რაღაც თვისებები და ამაშია “ბალანსის” არსი? უნდა დათმო შენი რაღაც ნაწილი? როდის უნდა მიხვდე, რომ დროა რაღაც შეცვალო, რის შეცვლაზეც არასდროს გიფიქრია, ანუ როდის დგება კრიზისი შენს ტვინსა და გულს შორის?

The Phantom of The Opera ჩემი ერთ-ერთი საყვარელი  ფილმია, ოღონდ 2004 წლის, ის ძველი რაღაც არ მიყვარს, ბევრი სისხლებია)

ჩემი საყვარელი პერსონაჟი რაღა თქმა უნდა თავად ‘მოჩვენებაა”,

კრისტინის მიმართ კი, რომელის ყველას ძალიან უყვარს და იდეაში ჩაფიქრებულია როგორც დადებითი პერსონაჟი თავის რაულთან ერთად, უარყოფითი დამოკიდებულება გამიჩნდა თავიდანვე.

ზოგადად დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები არ არიან ყოველთვის ცალსახად განსაზღვრული. მაგალითისთვის მოვიყვან მატეო ფალკონეს, უფრო სწორედ მის მამას – პირველად რომ წავიკითხე, დედობრივმა ინსტინქტებმა გაიღვიძეს ჩემში და რა თქმა უნდა განისაზღვრა საწყალი გამოუცდელი ბავშვი და ბოროტი, შვილის მკვლელი მამა (ხევისბერი გოჩასავითაა ამ ნაწარმოების არსი ვისაც წაკითხული არ გაქვთ). ეს ჩემთვისაა ტრაგედია, მაგრამ ვიღაც სხვისთვის, მამამ აღასრულა სამართალი. მისი შვილი რომ არ ყოფილიყო, სხვასაც ასე მოექცეოდა ადამიანის გაყიდვისთვის ხომ ასეა?  გრძნობები შვილის მიმართ უპირისპირდება   სამართლიანობას. მე ვაღიარებ, ჩემთვის შვილისადმი გრძნობა ყველა ვარიანტში გადაწონის, მაგრამ ზოგისთვის სხვა რამე უფრო მნიშვნელოვანია და თავისი თავის ღალატის ტოლფასია სამართლისთვის ბრძოლისგან თავშეკავება.

რატომ უნდა იყოს ფანტომი უარყოფითი გმირი მარტო ფიზიკური ნაკლის გამო? ის რომ არა კრისტინი მოკვდებოდა მეორეხარისხოვანი პარტიის ცეკვით ოპერაში)))) ამ ოპერას არ ექნებოდა გენიალური ნაწარმოებები, რითიც ხალხს იზიდავდა.

ის ფაქტი რომ ამ ფილმში ფანტომი ორჯერ ხდება საყვარელი ქალის ღალატის (betrayal) მსხვერპლი ჩემს თვალში კრისტინს ქმნის გამყიდველ ბოზად))

ამ შემთხვევაში სიმპატიას ‘მოჩვენების’ მიმართ არ  განაპირობებს ემპათია ))

ფანტომი რო რაღაც საყვარლად ლუზერი პერსონაჟი ყოფილიყო, შეიძლება შეგცოდებოდა როგორც კვაზიმოდო, დადებითად განეწყობოდი მის მიმართ, მაგრამ ესმერალდასთვის მაინც ის კუნთებიანი ამერიკელი კაპიტანი  Phoebus გენდომებოდა (რომელიც მე არასდროს მომწონდა. მგონი მე და თქვენ პერსონაჟების განსხვავებული აღქმა გვაქვს)) ). მაგრამ ფანტომი ამ ფილმში ძაან მამაკაცური და  რომანტიული  და მოდი ვაღიაროთ, რომ არა ნაიარევი, ბევრი ქალისთვის იდეალური მამაკაცის სახე იქნებოდა)) (აღარაფერს ვამბობ რო გენიოსი იყო)

ანუ ის ნაიარევი იმხელა ზემოქმედებას ახდენს ქალებზე, რომ ყველას რაული უყვარდება ( რომელსაც რეალურად ბევრი არაფერი გაუკეთებია კრისტინისთვის თუ მაინცდამაინც რაინდობა ხიბლავთ კაცში) ფანტომი კი ზიზღდება.

 

ფიზიკურმა ნაკლმა იდეალური მამაკაცი სრულიად საპირისპირო ტიპის კაცებში გადაუშვა.

.იდიოტიზმია.

 

სოციალურ ურთიერთობათა თავისებურებებს აყალიბებდა ეკონომიკური ურთიერთობები. როდესაც ადამიანმა ან რამე მისმა მსგავსმა ხორცის ჭამა დაიწყო, საჭირო გახდა ქალსა და კაცს შორის როლის განაწილება, რადგან ფიზიკურად სუსტ ქალს არ შეეძლო საკვების მოპოვება. ანუ “ესმ”-ურად რომ ვთქვათ ბაზრის გაზრდილმა მოთხოვნილებამ გამოიწვია მუშახელის  გადახალისება და პროდუქციის მოპოვებაზე სქესობრივი სტანდარტების დაწესება ))

ლოგიკური უნდა იყოს, რომ როდესაც მეურნეობამ ჩაანაცვლა ნადირობა, ქალს გაუჩნდა ემანსიპაციის მოთხოვნები. თუმცა ამის ხელის შემშლელი ფაქტორები იყო: 1) კაცის აგრესიული ბუნება, რომელმაც გამოიწვია ომები და სამყაროს არათანაბარი განვითარება რომელმაც თავის მხრივ გამოიწვია კაცის წამყვანი როლი საზოგადოებაში (სამხედრო/მმართველობით საქმიანობაში) 2) სოციალური რელიგიის (იხილე დამატება n1)  შექმნა და მორალური სტანდარტების (რომელიც ნორმალური მახასიათებელია ეკონომიკური ურთიერთობის და მისი განმტკიცების ერთ-ერთი გზაა)  გაიდეალება, ანუ რაციონალიზმიდან, ნორმალური მიმდინაროებიდან ამოვარდნა. მაგალითად ფემინისტური რელიგიის არსებობის შემთხვევაში ნადირობას ვერ მიჰყოფდა ხელს ადამიანი რადგან მას არ ექნებოდა მოთხოვნილების დაძლევის რაციონალური უნარი. 3) ფილოსოფია, აკადემიური ცოდნა და ა.შ უფრო მეტად მამაკაცური საქმიანობა იყო რადგან ეკონომიკური ინტერკურსისგან დამოუკიდებლად ქალს ყოველთვის ქონდა home issues ვსმისლე ქაი ვერასდროს ვერ დაიკიდებდა რა მისცეს შვილს საშინაო დავალებად.

ამ სამმა და კიდევ სხვა ფაქტორებმა რომლებზე ფიქრიც ახლა მეზარება, გამოიწვია ძველი ეკონომიკური ინტერკურსის ღრმად ჩაბეჭდვა ლიბერალურ სამყაროშიც კი.  მოსაზრება, რომ მომავალში ქალის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება ორ ურთიერთსაწინააღმდეგო თეზისს მოიცავს. 1) ტექნიკასთან ქალის სიახლოვე საკმაოდ საეჭვოა, ტექნიკა თავის ესსენსში კაცის აგრესიულობის პროდუქტია, რომლითაც მამაკაცებმა პატრიარქატის გარანტია შეიქმნეს. ვსმისლე, გინახავთ ხაკერი ქალი? მათი უმრავლესობა სხვა რაღაცეებითაა დაინტერესებული. ტექნოლოგიური გიკების ერაც მამაკაცებისაა. 2) მეორეს მხრივ ამ რესურსის გამოყენების უნარი მამაკაცის აგრესიულ ბუნებას არ გააჩნია. თანამედროვე/მომავალ სამყაროში მმართველები ძირითადად ქალები უნდა იყვნენ, სწორედ ქლაის რაციონალურ დამოკიდებულებაზეა აგებული მმართველობის წარმატება ისეთ გარემოში როგორიცაა თავისუფალი ბაზარი, ლიბერალიზმი და გვინდა/არ გვინდა უტილიტარიანიზმიც. გარემოს დაცვაზე იზრუნებს ქალებში ბუნებრივად ჩადებული დედობრივი ინსტინქტი. მეორეს მხრივ თვითგამორკვევა, რელიგიების ან მათი სოციალური როლის ფაქტობრივად განადგურება, იდენტობის არჩევითობა და მოკლედ რომ ვთქვათ თავისუფლება გამოიწვევს სექსიზმის, როგორც ასეთის წაშლას ადამიანის ცნობიერებიდან, ენიდან და ა.შ. გამოჩნდებიან მდედრი ხაკერები და მამრი „love” ტიპის სურათების გადამღებები (ფოტოგრაფი უკვე მოძველებული ცნებაა)

მოკლედ რომ ვთქვათ დროა ქვები შევაგროვოთ, და გადავყაროთ : )

დამატება 1: სოციალურ რელიგიაში იგულისხმება სპრიტუალიზმის ნაკლებობა, სამყაროსთან აზროვნების გარეთ არსბეული კავშირების გაწყვეტა.როდესაც რელიგია ჩადგა სამართლისა და სახელმწიფოს სამსახურში

2012

ეს პოსტი ეხება არა ფილმს, არამედ 21.12.2012 -ს, როგორც ადამიანების უმეტესობის პანიკის ობიექტს. მომავლის შიში, რომელიც რეალურად ბევრს არაფერს უცვლის, თუმცა ამაზე მოგვიანებით…

პირველად ამ თარიღისადმი  შიშის არსებობის შესახებ ბევრ თქვენგანზე გვიან გავიგე – მეგობრები ფილმის საყურებლად შევიკრიბეთ და წამოვიდა იდეა, 2012 წლის შესახებ გვენახა ”დოკუმენტური”. მაშინ გავარკვიე მაიას ტომების წინასწარმეტყველების შესახებ. აქ არ მაქვს ლაპარაკი იმაზე, რა იწინასწარმეტყველეს, სრული განადგურება, რადიკალური ცვლილებები თუ მსგავსი რამ. ეს არ მაინტერესებს. მე მინდა დავწერო ხალხის შიშის შესახებ.

(more…)

ყოველთვის მინდოდა ხატვა შემძლებოდა. ხატვა რა… ნუ კარგად ხატვა 😀

მინდოდა ნახატებით გადმომეცა ყველა ემოცია რაც ჩემშია. ზოგადად ხელოვნება ზუსტად მაგ საქმეს ემსახურება. მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი, მაგალითად, მუსიკის წერა შემძლებოდა.

აი წერა რომ შემეძლოს კარგად არ მაწყენდა. ბავშბობაში თავისუფალ თემებს რომ გვაწერინებდნენ სკოლაში, მასწავლებლებს მოსწონდათ. ერთხელ კონკურსშიც კი გამიყვანეს და ჩემი თემა წამაკითხეს სკოლის სახელით (წარმოიდგინეთ, სხვები რა ცუდად წერდნენ, ჩემი რომ მაგათ ფონზე კარგი ჩანდა ))) )

ნუ წერის ნიჭი მაინცდამაინც რომ არ მაქვს ჩემი იესემში მოღვაწეობაც ადასტურებს : ))) არ მეხერხება ესეების წერა, გადავეჩვიე თუ რაცაა.  amgში რეპორტი რო დავწერე და გადავხედე, გული გამისკდა – მეგობარს რო სკაიპით ამბავს მოუყვები ისე ვყვებოდი ჩემი ერთი თვის მოღვაწეობას და დაკვირვებებს.

ჰო დავუბრუნდეთ ჩემი პოსტის მთავარ თემას.

ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე მჯერა, რომ ხატვის სწავლა შეიძლება.  ვან გოგი და პიკასო ვერ გამოხვალ, ვერც ახალ ჯოკონდას შექმნი, მაგრამ რაღაც ტექნიკებს შეისწავლი. მე მჯერა, ხატვის მასწავლებელთან რომ ვიარო, რამე პროგრესი მექნება 😀 ამჟამად ჩემი ნახატები უბრალო პრიმიტიული ნაცოდვილარი უფროა ))) ნუ ადამიანებს ერთი წრეწირით და 5 ცალი ხაზით არ ვხატავ, მაგრამ არც ბევრი მიკლია : )))) გადახატვა უფრო მეხერხება და ამიტომაც ვთვლი, რომ მაინცდამაინც უნიჭო არ ვარ, უბრალოდ უნარები მაკლია 😀

yeah, ოცნებას კაცი არ მოუკლავს 😀 მაგრამ მინდა ხატვის სწავლა და მერე უფრო გადმოვცემ ჩემს ემოციებს, ვიდრე ბლოგზე წერით.

I just wanna try 😕

შენი ნამდვილი boyfriend ESM უნდა იყოს, მაგდენს არც ერთ ბიჭზე არ ლაპარაკობ, თანაც ამხელა სიყვარულით და ამდენ დროს არავის არ უთმობ.

დაახლოებით ასეთი ტექსტი ხშირად მესმოდა ჩემი მეგობრისაგან.

თუმცა ეს იყო თავიდან.

თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ძალიან მიყვარდი, მიხაროდა შენთან ყოფნა, უამრავ დროს გახარჯავდი, ძველი მეგობრებიც კი მოვიმდურე, დრო არ მრჩებოდა მაგათთან საურთიერთოდ.  მხოლოდ ჩვენს საერთო მეგობრებთან და ახლობლებთან მქონდა კავშირი.

ბევრი კარგი მახსოვს ჩვენი ერთად ყოფნისას, ბევრიც ცუდი. ბევრი სახალისო პერიოდიც იყო, ბევრი დაძაბულობა, ბევრი იმედგაცრუება, ბევრი მოულოდნელი კარგი ამბავი, როდესაც ცუდს ველოდი. ეს ყველაფერი ერთად გამოვიარეთ. ახლა აღარც მიყვარხარ და გშორდები….

აღარც შენთან ყოფნა მიხარია. ძალიან შეიცვალე, შენი ახალი აკვიატებები ნერვებს მიშლის: ”ქურთუკით ნუ ზიხარ, ჩანთან მაგიდაზე რა უნდა, ყავით ხელში ოთახებში ნუ დადიხარ…”

ასევე შენი გულგრილობა – სადაც მინდა, როდესაც მინდა მაშინ ვიყო და არც კი მომიკითხო. აღარ გაინტერესებს მოვალ, წავალ, საერთოდ დავიკარგები თუ არა…

ცოტაც და დავშორდებით – იძულებით, მაგრამ არ მწყინს, არადა მეგონა, რომ ძალიან დამწყდებოდა გული. ახლა კი ვიცი, რომ აღარც კი მომენატრები.

I’m breaking up with you! (more…)

მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს…

ზუსტად შეესაბამება ჩემს განწყობას ყოველ ახალ წელს.

ერთი წელიც გავიდა.

ბევრი ცუდიც იყო, მაგრამ უფრო მეტი კარგი.

ბევრი იმედგაცრუება, ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი :ინლოვე:

ბევრი ახალი ადამიანი, ბევრად მეტიც ძველი.

იყო ნაცრისფერი პერიოდები, არის მორიგი ფერადი პერიოდი.

მოკლედ როგორც ყოველ წელს. . .

მომავალ წელსაც ასე იქნება. იმის შემდეგ წელსაც.

2012ში დაგცინებთ აი თქვენი აპოკალიფსითქო და გავაგრძელებთ ძველებურად.

me and u together again

ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება მაგრამ ძალიან ბევრი რამე შეიცვლება.

მოკლედ ახლა ვუყურებდი ჩემს წინა წლის wishlist -ს. უმეტესობა პატიოსნად მაქვს შესრულებული. მაგრამ ძალიან მარტივად შესასრულებელი სურვილები მქონდა. წელს გავირთულებ საქმეს :))) ეს იმისთვის, რომ 2011 წლის დასაწყისში რომ გადავხედავ კმაყოფილების გრძნობა დამეუფლოს რომ ასეთი რთული taskები შევასრულე, რასაც ჩემს თავს დავპირდები.

დღევანდელი დღისთვის შეუფერებელი იმიტომაა ეს პოსტი, რომ 1 დღე დარჩა ახალ წლამდე და მე ვერ ვგრძნობ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება დეკებრის დასაწყისიდან უკვე წინასაახალწლო განწყობა მქონდა.  24 დეკემბრიდან მოყოლებული განსაკუთრებით და 30-31 დეკემბერს კულმინაციას აღწევდა. წელს საერთოდ ვერ ვგრძნობ. ნაძვის ხის აწყობაშიც კი არ მიმიღია მონაწილეობა.

ალბათ მზიანი ახალი წელი არ მქონია არასდროს და მაგიტომ :)))

ნუ რამდენიმე დღეა ხელოვნურად ვცდილობ გამიხარდეს ახალი წელი – ვუყურებ ფილმებს ახალ წელზე (და მეძინება), ვუსმენ x-mas spirit ით გაჟღენთილ (აჰაჰ) სიმღერებს, დესკტოპზე საახალწლო wallpaper დავაყენე და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც არაფერი. ამასწინათ ერთი გაელვება მქონდა, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს, ფილმის საუნდტრეკს მოვუსმინე (სალომე კორკოტაშვილი). მაგრამ დღეს ეგეც აღარ მშველის :))))

Only a day left! I need my New Year Spirit Back!!!!

http://putupyourdukes.files.wordpress.com/2009/01/break-up.jpg

დიდი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე ჩემს ბლოგს დავუბრუნდე ბევრისათვის აქტუალური თემით – შევურიგდეთ თუ არა ყოფილ შეყვარებულს. Let’s argue both sides. გავარკვიოთ ღირს თუ არა ერთი და იმავე პრობლემების ორჯერ გამოვლა, მართლა შეიძლება თუ არა ადამიანი შეიცვალოს და რა ხდება როდესაც Exები საბოლოოდ შერიგებას მაინც გადაწყვეტენ.

პოსტის პირველი ნაწილი ეყრდნობა რაციონალურ მსჯელობას – ანუ ”ვაიმე, სული მეხუთება, გული მიმდის, მიიიყვარს, მენატრება, შერიგება მინდა” მომენტი ამოღებულია : )

პირველ რიგში ეს არის შეჩვევის მომენტი – ადამიანთან შეჩვევის, მის უარყოფით მხარეებთან შეგუების და ა.შ. ეტაპი ურთიერთობაში უკვე გადალახულია, იცნობ მაგ ადამიანს შეძლებისდაგვარად და უკვე რაციონალურად ურიგდები – ანუ მზად ხართ გაუმკლავდეთ იმ პრობლემებს, რასაც წინაზე ვერ გაუძელით.  მაგრამ საქმე იმაშია, რომ მყარად მწამს, რომ ადამიანის ხასიათი 4 წლამდე ყალიბდება. ე.ი. დაშორებიდან რამდენიმე თვის, ან უარეს შემთხვევაში, წლის შემდეგაც იგი იგივე ადამიანად რჩება, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად შეცვლიალია ფიზიკურად და ახალი გატაცებები და უნარ-ჩვევები აქვს შეძენილი.   რაციონალურად შენ გააზრებული გაქვს, რომ შეგიძლია მის გარეშე ცხოვრება, მაგრამ უბრალოდ არ გინდა მის გარეშე.

What if  ეს რაც ზემოთ დავწერე საუკეთესო შემთხვევაშია და გადაწყვეტილება შერიგებაზე ძველ გრძნობებზე დაყრდნობით მიიღეთ – ანუ უბრალოდ დროთა განმავლობაში ცუდი რაც იყო ურთიერთობაში ის დაგავიწყდათ და მხოლოდ კარგი მოგონებები დარჩა (ეს ცუდი ნამდვილად არ არის). ამ შემთხვევაში, შენ იცი, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია და ასე შემდეგ. თუმცა, ასე  ხომ ყველაფერი თავიდან დაიწყებდა და მიუხედავად იმისა,  რომ ახლა ვეღარ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოხდეს, რომ მეორედაც დაშორდეთ და ხელახლა გამოიაროთ post break-up period, მერე მონატრება, ეტსეტერა დიდი ალბათობაა, რომ ისევ დაშორდეთ, მაგრამ ეს ხომ უფრო მმმ ასე ვთქვათ მტკივნეული იქნება?

Which it the right way to go?

IG1944

I did it პირველ რიგში იმიტომ, რომ თავი მოვაბი ახალ პოსტს ამდენი ხნის შემდეგ და რაც მთავარია, I did it  და ჩემს თავს დავუმტკიცე რომ მაგარი როჟა ვარ : ))) მოკლედ რა ხდება, ყოველთვის ვთვლიდი, რომ სისუსტეა ნებისყოფის არქონა, მაგრამ ყოველთვის მეგონა, რომ არ გამოვირჩეოდი მაინცდამაინც მტკიცე ნებისყოფით.  ხშირ-ხშირად მეცვლებოდა obsession-ები, თუმცაღა იმ მოკლე პერიოდში საკმაოდ ძლიერი იყო, დრო გავიდოდა და უცებ ერთ დღესაც აღმოვაჩენდი, რომ ეს გატაცება, მსუბუქად რომ ვთქვათ, გამქრალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღითაც კი შეიძლება ოდნავადაც არ შესუსტებულიყო. ასე მემართებოდა მსახიობებზე – რომელიმე მსახიობი მომეწონებოდა, გადმოვწერდი ყველა მაგის ფილმს და … სანამ ბოლოში ჩავიდოდი, მალევე უკვე მბეზრდებოდა და ახალ მსახიობზე გადავდიოდი. ასევე იმაზე, რასაც ვსწავლობდი – მყარად ვიყავი დარწმუნებული, რომ მარკეტინგი მიყვარდა, მალევე მივხვდი რომ არა, – ფინანსები მინდა! =) ასევე მემართებოდა ადამიანებზე – პერიოდის მიხედვით ურთიერთობა – ერთი პერიოდი ხშირი ურთიერთობა მინდებოდა, მერე უცებ, საერთოდ აღარა, მერე ისევ და ასე გრძელდება ხოლმე. (more…)

რამ შთამაგონა ამ პოსტის წერა : ) ე.ი. საქმე იმაშია, რომ სადღაც 2 წელია რაც სათვალეს ვატარებ, სულ თან მქონდა, შესაბამისად ის ფაქტი, რომ მასზე გავხდი მიბმული, ვერც შევამჩნიე – ვკითხულობდი, კომპიუტერს ვეჯექი, საჭმელს ვჭამდი, მესიჯს ვწერდი, სულ თან მქონდა… სიონში წასვლამდე სათვალე გამიტყდა : ( ვერაფერს ვკითხულობდი, არადა ზაფხული ის სეზონია, როცა იესემის წიგნებისგან დასვენებული “მთელი წლის სამყოფ” წიგნებს ვკითხულობ. 3 გვერდის მერე უკვე კაი მტირალა ბავშვივით ცრემლები მადგება და ყველაფერი ბუნდოვანი ხდება. უკვე 2 თუ 3 დღეა რონიკოშია დატოვებული, მარა დღეს გამოგვიცხადეს, გავაკეთეთ,  მაგრამ ისევე გატყდა, კიდევ ვცდით, ხვალ მოდითო. I need my glasses back 😦

DSC07650გუშინ საღამოს ჩამოვედი ყაზბეგიდან – როგორც წინა პოსტში დავწერე, ორი დღით მივდიოდით იესემლები. ეს პოსტი არის დაწვრილებითი აღწერა ჩვენი პახოდის. ვისაც აინტერესებს გააგრძელოს კითხვა, ვისაც უბრალოდ ჩემი საბოლოო შთაბეჭდილება აინტერესებდა, ვეტყვი რომ საბოლოოდ კარგი იყო. ახლა კი ჩვენი კემპინგის სრული მიმოხილვა სურათებითურთ : )))

(more…)

უკვე რამდენიმე წელია წასვლა მინდა ყაზბეგში. ხოდა წელს საშუალება მომეცა წავიდე. იესემის სტუდკავშირელები მივდივართ 2 დღიან პახოდში ყაზბეგში.

ესეც ჩვენი რუქა. წითლით პირველი დღის სასიარულო, ყვითლით – მეორე დღე.

რუკა

(more…)

უნამუსოდ ვექცევი ჩემს ბლოგს, 3 თვეა არაფერი დამიპოსტავს. ამის უამრავი მიზეზი მქონდა (ან მიზეზებს რა გამოულევს საწყალ იესემელს =)) ) ხან ჩათვლები, ხან გამოცდები, ხან სიცხე, ხან სხვა მიზეზები. მაგრამ რეალურად საქმე იმაშია, რომ მუზა დამეღუპა როგორც ადრე უკვე აღვნიშნე. ახლა ახალი დავიქირავე და მზად ვართ ბლოგის აღსადგენად 🙂

მთავარი პრობლემა: რაზე დავწერო?

მოდი დავწერ იმაზე, რაც ამჟამად მომივიდა თავში (იმიტომ რომ ტელევიზორის ხმა მესმის) – ქართული საინფორმაციო საშუალებები – Pros & Cons.

ვუყუროთ თუ არა კურიერს:

არა!!!

  • უარყოფითი ენერგიით გავსებს
  • ნერვებს გიშლის დღევანდელი ვითარება საქართველოში
  • შიშით გავსებს ეკონომიკურ კრიზისზე ფიქრიც კი (ეს შემდეგ უარესად ამძიმებს სიტუაციას, მაგრამ მოდით, ეკონომიკაზე სხვა დროს ვისაუბროთ)
  • ყოველდღე მკვლელობა, აფეთქება, ავარია… გინერგავს შინაგან შიშს, შენც არ აღმოჩნდე ერთ-ერთი მათგანი

კი!

  • ინფორმაცია, რა ხდება საქართველოში და მსოფლიოში
  • სალაპარაკო თემა უცხო და არა მარტო უცხო ხალხთან (რას გვიშვება სააკაშვილი, ოხ ეს ოპოზიცია, ამან პარტია შექმნა, ის დაიჭირეს ბლაბლაბლა)
  • ბოლოსკენ შემონახული სახალისო ინფორმაცია (იშვიათად მაგრამ მაინც)
  • ამინდი (რომელიც არ არის სწორი, მაგრამ როცა გცხელა და წვიმას აცხადებენ, გიხარია, არადა გულის სიღრმეში იცი, რომ არ იწვიმებს)

მე პირადად არ ვუყურებ კურიერს, ინფორმირების წყაროა Facebook-ში მეგობრების სტატუსები 🙂 🙂 🙂

და ბოლოს, საერთოდ, რისთვის არსებობს ტელევიზორი? – შუა ქალაქს რომ ვუყურო ხოლმე (რომელზეც ამ ბოლო დროს აღარ მეცინება ისე ძალიან, მაგრამ მტკიცედ მწამს, რომ საქართველოში საუკეთესო იუმორისტული გადაცემაა ).

მაგარი საიტია. შედიხარ, რეგისტრაციას გაივლი და იწყებ გენიალურ რაღაცას: მოკლედ, საყმე იმაშია, რომ შეგიძლია შექმნა ე.წ. “ნარიადი” (ქართულად როგორაა ჰმ) როგორიც მოგწონს. არის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები რეალური კოლექციებიდან. ზოგი ცნობილი დიზაინერებისაა, ზოგიც უცნობების. მოკლედ, აი ლინკი და have fun!!! 🙂

http://www.polyvore.com  

My recent one 🙂

tak1

mokled ra meposteba magram miuxedavad yvelafrisa mainc vpostav :))) am yvelaferSi Cemi xvalindeli menejmentis CaTvla igulisxmeba. axla ra xdeba mogiyveT. hmm. ideaSi aris martivi. ux, eg xom isedac naTelia, au ra martivia, amis damaxsovrebas ra unda, eg xom ukve naswavli maqvs… bla bla da mere uceb aRmoaCen rom arc iseTi martivia. imdeni raRacaa CamoTvlili erTmaneTSi gereva. “moica es romelze iyo? strategiaze? ara strategiaze ra unda aahmmm aba sad? auu kide damaviwyda” – da viwyeb wignSi nervulad qeqvas da saWiro abzacis Zebnas. ratom ar daviwye swavla 2 TviT adre? imitom, rom marketingis ar iyos, martivi meCveneba sul 🙂 anu mgonia rom erT dReSi viswavli, ra problemaa hm. 🙂 ise, saintereso rom yofiliyo marketingiviT raRa miWirda. aq sufTa Teoriaa(ver vitan), nu Siga da Sig magaliTsac gamoureven. marketingic ki Teoriaa, magram mere ganxilva magaliTebze xdeba, dabeWdilia saintereso statiebi da qeisebi sxvadasxva kompaniebze. mere raRac damainterebs da an egreve moviZieb informacias, an Tu-du lisTSi Semyavs 🙂 ai es sagani kide Zalian magari sagania magram wigni raRacnairia… mmm arada Zaan lamazi wignia ro uyureb gixaria. ra sisuleleebs vwer vaime. TiTqmis Cavedi boloSi mara ra xeiri, naxevarze meti arc maxsovs. erTi mintcbergi davimaxsovre da magisi menejeruli rolebi. saintereso araa namdvilad, jasT Semomeswavla 😛 😛 :Pxo bolos kide strategiebi wavikiTxe da egec maxsovs… mgoni … tvini dameRala da varestarteb faqtiurad.

(love intelligent people and hate ppl like her :D)

იგივე ხდება როგორც ზურაბიშვილი არ იყო არაფრის აზრზე და მაინც გაყვიროდა, ისეა ჩვენი საქმე ახლა

რა ჯანდაბა ხდება დღეს საქართველოში???? ამოვიდა ყელში ამდენი უსაქმური !!!! საქმე იპოვეთ თქვენ-თქვენი რა.პოლიტიკა არც შენი უკანალის საქმეა, არც ჩემი, არც შენი მეზობელი თალიკოსი. რა ჯანდაბისთვის არიან ის პოლიტიკოსები მაშინ ამიხსენით! დადექით და თქვენ გადაწყვიტეთ საქართველოს ბედი. რაც არ იცი არ იცი და დაეტიე შენს სახლში, შენი საქმე აკეთე. სტუდენტი ხარ? ისწავლე. მუშაობ? რა გინდა მეტი? კრიზისია გაქანებული, შენ სამსახური გაქვს, მიდი და იმუშავე. მოეშვით ამ პოლიტიკას. ადამიანურად მაცხოვრეთ, მოაცილეთ ეგ სუნიანი “საკნები” ჩემი ქუჩიდან. არც მიშა მინდა და მითუმეტეს ეგ იდიოტები. რეები ხდება საქართველოში შეხედეთ, 30 ლარის გამო ცვლი ადამიანობას? ცხოველი ხდები იმის გამო ვისაც კიდიხარ და ეგოისტური მიზნებისთვის გიყენებს? ზიალოგიოო დასაცინები ხართ ყველანი. შეურაცხყოფად მიიღეთ? ვაიმე მეწყინა. ლოლ. არაკორექტული ვარ? იმათი ნებაა და რასაც უნდა იმას იზამენ? კისერიც უტეხიატ, პროტესტში ამოხდენია ყველას სული, მარა ისე აპროტესტე რო მე და ჩემნაირებს, ვისაც ფეხებზე კიდია ეს პოლიტიკა, ხელი არ შეეშალოს ჩვეულებრივად ცხოვრებაში. გუშინ საღამოს გამოვიარე ტელევიზიასთან. იმდენი ხალხი იყო, ვერ გავიარე.. .ლოოოოლ დაგცინეთ მაგრა.Actually,  კაცი-შვილი არ იდგა გარეთ.ცარიელი იყო ქუჩა მარტო ის “საკნები” იყო შუა ქუჩაში გახერგილი საკანში კიდე წყვილი ზასაობდა. კაი საზასაო ადგილია ხო? 😀 ალექსანდროვს კონკურენტი გამოუჩნდა =)))))

ახლა რომ გამოვიდე და ღია ცის ქვეშ ვიყო ღამ-ღამობით მოთხოვნით: გახსენით გადაკეტილი ქუჩები რამეს მივაღწევ?

თუ დამერევა ოპოზიციონერი მუტრუკების ხროვა, მცემენ და ფულს წამართმევენ? 😀 ან სპეცრაზმი დამარბევს? =)) ფუი მართლა რა.

ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ

ახლა რა ხდება. ეს ის არ არის რაც თქვენ იფიქრეთ, არაფერი აზრების ფრქვევას და ოპოზიციის ან ხელისუფლების გინებას არ დავიწყებ 😀

 მე, როგორც ფრიად არაკომპეტენტური ადამიანი ექსპერტივით არ დავჯდები და შთაგონებული სახით არ დაგიწყებთ მტყუან-მართლის გარჩევას და ფაქტებით ჩემი მოსაზრების სისწორეში დარწმუნებას.  მე საკუთარი მოსაზრებები გამაჩნია, რომელსაც კარგად ვინახავ, უცხოებთან პოლემიკაში არ ვერთვები და ახლობლებმა კი იციან რასაც ვფიქრობ დღევანდელ მოვლენებზე. ამ პოსტით კი მიხვდებით ჩემს დამოკიდებულებას პრინციპში 😀

იმან, რაც დღეს მინდა გაჩვენოთ , ჩემში აღფრთოვანება გამოიწვია. სიმართლე გითხრათ, მეც მიჩნდებოდა ხოლმე შიგა და შიგ ასეთი იდეა, მაგრამ ბრბოს ფსიქოლოგია მოგეხსენებათ და თავი ვერ გავწირე 😀 ტიპმა, ერთმა ჩვეულებრივმა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა ჩემი ფარული ოცნება რეალში აიხდინა 😀 ჩემს თვალში ტიპი არის kind of გმირი ასე ვთქვათ 😀

“განათლების მნიშვნელობაზე გელაპარაკებით. ადამიანი იზრდება მიტინგებით კი არა განათლებით და წიგნით. მაისაშვილი რომ გამოდის და იგინება, მიშა, შენი გამზრდელის… და ხალხი რომ აბოლოვებს, ეს დღეს დავინახე ტელევიზორში და პირველად ვარ აქციაზე. ჩვენი ენა ხომ გვიყვარს? ქართული ხომ გვიყვარს? რას ვიგინებით მერე. უნდა გავიზარდოთ ცოტა”.

 

 

სუბიექტური ვარ, მაგრამ ამ ბიჭს არც კი ვიცნობ. ჯასთ აღვფრთოვანდი მაგის გამბედაობით 😀 ასეთივე აღფრთოვანებით შევხვდი ნოემბერში ნიაზ დიასამიძის სიტყვით გამოსვლას ოპოზიციის აქციაზე 😀

 😀

აი ვიდეოც